|
 2010 წლის 8 ივლისს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურიატი ბიძინა კვერნაძე. იგი დაიბადა 1928 წელს 29 ივლისს ქ. სიღნაღში. ბიძინა კვერნაძე თანამედროვე ქართული მუსიკის ერთერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო, რომელმაც ძირეულად განაახლა ეროვნული მუსიკალური ხელოვნების სხვადასხვა ჟანრები. მას დაწერილი აქვს ოპერები და ბალეტები, ინსტრუმენტული კონცერტები, საორკესტრო და ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები, საფორტეპიანო პიესები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა კინოსა და დრამატული სპექტაკლებისათვის. ბიძინა კვერნაძეს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
|
|
|
09 02 2010 იზა ორჯონიკიძე |
|
71 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი და პუბლიცისტი იზა ორჯონიკიძე. იზა ორჯონიკიძე რამდენიმე პოეტური კრებულის და ორი პროზაული ნაწარმოების ავტორია. 2009 წელს, მას შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადაეცა პოეტური კრებულისთვის “მზიანი გაზაფხულის ქრონიკა”. იგი ასევე სახელმწიფო პრემიის ლაურიატი და თბილისის საპატიო მოქალაქეა.
|
|
76 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა. დამსახურებულ მწერალს სიცოცხლის მანძილზე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, შოთა რუსთაველის და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პრემიები. ოთარ ჭილაძე 1933 წელს დაიბადა. მწერლის კალამს არაერთი ცნობილი რომანი თუ მოთხრობა ეკუთვნის, რომელთა შორისაა, "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" და "რკინის კაცი".
|
 ცნობილი ქართველი მსახიობი დოდო ჭიჭინაძე დღეს, გამთენიისას 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დოდო ჭიჭინაძეს ქართულ ფილმებში უამრავი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის ისეთი ცნობილ ფილმებში, როგორებიც არის “დავით გურამიშვილი”, "შეწყვეტილი სიმღერა", "ჭრიჭინა", "ბაში-აჩუკი" და სხვა. წლების განმავლობაში იგი კოტე მარჯანიშვილის სახელობის დარამტული თეატრის მსახიობი იყო, სადაც არაერთი სცენური სახე შექმნა. ცოტა ხნის წინ დოდო ჭიჭინაძის სახელობის ვარსკვლავი კინოთეატრ “რუსთაველის” შესასვლელთან გაიხსნა.
|
|
|
|
|
|