|
ვალიკო ქეცბაიას ნათელ ხსოვნას
მეორმოცე დღეა, რაც მიწიერი ცხოვრებიდან, სამუდამოდ წახვედი, ძვირფასი შვილების აღმზრდელო მამავ, შესანიშნავო მეუღლევ და ბრწყინვალე ბაბუავ, ასევე საიმედო მეზობელო და მეგობარო. გული გვწყდება ძალიან და ნამდვილად მოგვენატრება შენი ვაჟკაცური, მტკიცე და ომახიანი ხმა...
მსუბუქი იყოს შენს გულზედ დაყრილი მიწა და სამარადისო სასუფეველში დაგამკვიდროს უფალმა.
არავინ იტყვის, რომ კაცურად არ გიცხოვრია,
არ ყოფილიყავ მოყვასისათვის სიკეთის მდომი,
კაცურ-კაცობამ მიგაცილა ბოლო სუნთქვამდე,
თვით სიკვდილსაც კი გამოუცხადე სასტიკი ომი.
ვინა თქვა შენი დამარცხება, თავად დანებდი,
ვით უშიშარი მეომარი კაცი რაინდი,
კარგი შვილების მშობელო მამავ, მშვიდად იძინე
ყველა ჩვენთაგანს შეგვეცვლება ერთდროს ამინდი.
თუმცა ეს რა ვთქვი, როგორ იქნები მშვიდად და წყნარად,
როცა ბოლომდე ვერ მიაღწიე სანუკვარ მიზანს,
სად არის შენი წინაპართა ძვალთ-შესალაგი
და ცრემლიანი სამურზაყანოს ძირძველი მიწა.
გულისტკივილთ ნორიხევის მეზობლები |